აღდგომასთან დაკავშირებით მეტრო უფასო იქნება | Allnews.Ge

აღდგომასთან დაკავშირებით მეტრო უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ამასთან, დედაქალაქის მერიის ცნობით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

"მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან", ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

myquiz