სააღდგომოდ პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა | Allnews.Ge

სააღდგომოდ პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 91 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. შეწყალებულებს შორის 4 ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.

კომისიამ 579 პირის საქმე განიხილა, რაზეც 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა.

myquiz