ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა | Allnews.Ge

ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით,  მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

myquiz