საქართველოში უხვი ნალექია მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოში უხვი ნალექია მოსალოდნელი

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი. გაძლიერდება ქარი.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი იქნება.

ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან უხვი ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

myquiz