რამდენია მაია მიმინოშვილის ყოველთვიური ხელფასი | Allnews.Ge

რამდენია მაია მიმინოშვილის ყოველთვიური ხელფასი

შეფასებისა და გამოცდებს ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეთა შორის, რომლის ხელფასი 10 000 ლარს აჭარბებს. 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიმინოშვილის მფლობელობაშია 340 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, თბილისში, ქოშიგორაზე. 100 პროცენტიან საკუთრებაშია, ამავე ადგილზე მდებარე, 900 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.

დავით საგანელიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელეა

დიდ დიღომში, 63 კვ.მ ფართობის ბინის მესაკუთრე კი, დეკლარაციის მიხედვით, მაია მიმინოშვილის შვილი, ალექსანდრე ყანჩაველია. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA Land Cruiser - VWW-647.

2015 წელს, მაია მიმინოშვილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამუშაოს შესრულებისთვის, ანაზღაურების სახით ჯამში, 158 177,79 ლარი აქვს მიღებული.

რა ქონებას ფლობს კახა კალაძე?

დეკლარაციაში მითითებულია ასევე, ალექსანდრე ყანჩაველის სამუშაო ანაზღაურებებიც. დოკუმენტებზე დაყრდნობით, ალექსანდრე ყანჩაველმა, სსიპ-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საინფორმაციო მომსახურების სამმართველოს უფროსის საქმიანობის შესრულებისთვის, ანაზღაურების სახით, 29 400 ლარი მიიღო. ასევე, ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორობისთვის 2 864 ლარი.

რა ქონებას ფლობს ირმა ინაშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე, ფიქსირდება 2 ფულადი სესხი, პირველი 252 000 ლარის ოდენობით, და ამ სესხისთვის 2016 წელს გადახდილმა თანხამ 31 308,93 ლარი შეადგინა. და მეორე სესხი, 122 500 ევროს ოდენობით, რომლის გასავალიც, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

myquiz