ლურჯ ავტობუსებში შესაძლოა, გაჩერებების გამოცხადება დაიწყოს | Allnews.Ge

ლურჯ ავტობუსებში შესაძლოა, გაჩერებების გამოცხადება დაიწყოს

MAN-ის ფირმის ლურჯ ავტობუსებში შესაძლოა, მეტროს მსგავსად გაჩერებების გამოცხადება დაიწყოს. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სიახლე სავარაუდოდ, ახალი ავტობუსების ქალაქში სრულად ოპერირების შემდეგ დაინერგება.

კომპანიის წარმომადგენლის, ლელა სეთურიძის თქმით, ამ ეტაპზე საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა - გაჩერებები როგორ უნდა გახმოვანდეს, რამდენ ენაზე უნდა იყოს: მხოლო ქართულად თუ ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, რამდენად გაამართლებს" - განმარტავს ის.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში MAN-ის ფირმის 143 ახალი ავტობუსი შემოიყვანა, რომლებიც ქალაქში ეტაპობრივად გამოჩნდება. ისინი რამდენიმე მიმართულებით მარშრუტებს უკვე ასრულებენ.

myquiz