ბიომეტრიული პასპორტის გაცემის სტატისტიკა გაიზარდა | Allnews.Ge

ბიომეტრიული პასპორტის გაცემის სტატისტიკა გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი 44 624-ით მეტმა ადამიანმა აიღო.

სახელმიწფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის სტატისტიკა გაიზარდა, კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ბიომეტრიული პასპორტი 83 042 მოქალაქემ აიღო, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვრიდან 1-ელ აპრილამდე) 38 418 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა.

საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეუძლიათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე ბიომეტრიულ პასპორტს ფლობს.

myquiz