როგორი ამინდი გველის აპრილის დასაწყისში | Allnews.Ge

როგორი ამინდი გველის აპრილის დასაწყისში

1-2 აპრილს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, 1-ელ აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.

აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში - 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში იწვიმებს, დილით ნისლი იქნება.

2 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.

3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

myquiz