თბილისის გზებზე "პარტიზანი მეგზევეები" გამოჩნდნენ | Allnews.Ge

თბილისის გზებზე "პარტიზანი მეგზევეები" გამოჩნდნენ

თბილისში "პარტიზანი მეგზევეები" გამოჩნდნენ. ისინი თბილისის პრობლემური მონაკვეთებს, მოძრაობის წესების დამრღვევებსა და დაზიანებულ ინფრასტუქტურას ვიდეოს უღებენ, საკუთარ სოციალურ ქსელში ათავსებენ, რასაც შემდეგ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

"პარტიზანი მეგზევეები" პროფესიით იურსიტმა, იმედა დვალიძემ დააფუძნა, რომელიც Allnews.ge-სთან საუთარ წამოწყებასა და მისი განხორციელების გზებზე საუბრობს. იმედას თქმით, "პარტიზანი მებაღეები" არა ორგანიზაცია, არამედ 15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც მოხალისეობრივი პრინციპით თბილისის ავტოსატრანსპორტო პრობლემებს წარმოაჩენს.

"ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა გარკვეული აქტივობების განხორცილების სურვილი. "პარტიზანი მეგზევეების" სახელის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, გზების დაგეგმარებასთან დაკავშირებით სრულყოფილი ცოდნა არ გვაქვს, მაგრამ რასაც ვხედავთ, ვაფიქსირებთ და ვცდილობთ, პრობლემა მოგვარდეს,"-განმარტავს ის.

"პარტიზანმა მეგზევეებმა" პირველად, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ პრობლემური ჭა გადაიღეს, რომლის ლუქიც მძღოლებისთვის ხიფათის შემცველი იყო, რადგან ისეთი ეფექტი ჰქონდა, თითქოს ავტომობილი რაღაცას ეჯახებოდა.

"ღამე ჩავწერეთ ვიდეო, რომელიც თბილისის მერი მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს გადავუგზავნეთ. რამდენიმე დღეში პრობლემა მართლაც აღმოფხვრეს და შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა. ასეთივე ჭა გადავიღეთ "რუსთაველის გამზირზე," რომელიც შეკეთდა,"-აღნიშნავს იმედა დვალიძე და დასძენს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, "პარტიზანი მეგზევეები" მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლებისა და ქვეითების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას, რაზეც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ნიშნავენ (თაგავენ).

იმედა დვალიძე აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, "პარტიზანი მეგზევეები" ვიდეოკამერის საშუალებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებსაც აფიქსირებენ, რომლებიც კანონდამრღვევი ქვეითებისა და მძღოლების ქცევაზე არ რეაგირებენ.

"პარტიზანი მეგზევეები" დაახლოებით 2-3 თვეა გზებზე გამოჩნდნენ და საქმიანობის აქტიურად გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz