როგორი ამინდია მოსალოდნელი აპრილის პირველ რიცხვებში | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი აპრილის პირველ რიცხვებში

1 პრილს საქართველოში ცივი ამინდი იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი,

თბილისში - 18 გრადუსი.

31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება.

საქართველოს ყველაზე ცივი, ცხელი, ქარიანი და უხვნალექიანი ადგილები

1 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში - 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში იწვიმებს. დილით ნისლი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19 გრადუსია მოსალოდნელი.

2 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.

3 აპრილიდან 6 აპრილამდე საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

myquiz