ვილნიუსის მერის სიურპრიზი ქართველებს | Allnews.Ge

ვილნიუსის მერის სიურპრიზი ქართველებს

ლიტვის დედაქალაქის ვილნიუსის მერმა ქალაქში ჩასულ ქართველებს სიურპრიზი დაახვედრა. კერძოდ, ქალაქში გამოჩნდა ბანერი ქართული წარწერით "საქართველო - ახლოს, ვიდრე ოდესმე". ამის შესახებ თავად ვილნიუსის მერმა, რემიგიუს შიმაშიუსმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გუშინ ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი, ქართველებს უკვე თავისუფლად შეუიძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. ქუთაისიდან პირველ სტუმრებს უკვე ველოდებით ვილნიუსის აეროპორტში. ჩვენ მათ სიურპრიზი მოვუმზადეთ", - წერს ვილნიუსის მერი.

 

myquiz