ახალციხეში ავარიას ქალი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ახალციხეში ავარიას ქალი ემსხვერპლა

ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე გუშინ მოხდა. როგორც საბარგო სადგურზე მცხოვრებლები აცხადებენ, "სუბარუს" მარკის ავტომობილი "ოპელის" მარკის მსუბუქ ავტომანქანასა და ტრაილერს დაეჯახა. მომხდარის შედეგად "ოპელის" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ორი მათგანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, ერთი კი კლინიკა "იმედში". სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz