ისრაელიდან საქართველოს 13 მოქალაქის დეპორტაცია მოხდება | Allnews.Ge

ისრაელიდან საქართველოს 13 მოქალაქის დეპორტაცია მოხდება

ისრაელიდან საქართველოში დღეს საქართველოს 13 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეხვდა ისრაელში საქართველოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ნორმალურ პირობებში არიან, აქვთ საკვები და სასმელი წყალი. მათი დეპორტაცია დღეს გვიან მოხდება.

"იმედს" დღეს საქართველოს მოქალაქე მაკა ზურაბაშვილმა მიმართა, რომელიც წერს, რომ ისრაელში 27 მარტს, 9:30 საათზე ჩავიდნენ.

"სასჯელაღსრულების დაწესებულების მსგავსი ოთახებია" - რატომ აბრუნებენ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეებს

"მოსალოცად ვართ ჩამოსულები და თუ ვინმე ქართველი იყო თვითმფრინავში, ყველა ვართ რაღაც ოთახში, სადაც ძაღლებსაც კი არ შეყრიან. გაუსაძლისი მდგომარეობაა, ჩვენს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. იქნება მოგვხედოთ და გაგვარკვიონ, როდემდე უნდა ვიყოთ აქ ან რატომ არ გვიშვებენ წმინდა მიწაზე მოსალოცად", - წერს მაკა ზურაბაშვილი.

myquiz