დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი სასამართლო დარბაზიდან | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის პირველი კომენტარი სასამართლო დარბაზიდან

დეკანოზ გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მხარეები ამ წუთებში პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავენ, რომლითაც უნდა გადაწყდეს, მთლიანად დაიხურება თუ არა დეკანოზის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი.

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დააყენა, რაც მოსამართლემ ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პროკურატურის აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება და ითხოვს, რომ სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდეს. ადვოკატების ამ მოთხოვნას თავად ბრალდებულიც იზიარებს.

"მინდა, რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს", - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

myquiz