როგორ გადანაწილდება ქულები დარღვევებზე მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ | Allnews.Ge

როგორ გადანაწილდება ქულები დარღვევებზე მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის განხილვას, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის დაწესებას გულისხმობს, პარლამენტი სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაუბრუნდება.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მართვის მოქმობა აქვს, წლის დასაწყისში - 1 იანვარს მიენიჭება 100 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები ამოიწურება წლის დასასრულამდე, მას მართვის უფლება 1 წლის ვადით შეუჩერდება.

მართვის მოწმობის გაუქმების შესახებ მოქალაქეს ეცნობება მაშინ, ანუ გამაფრთხილებელ შეტყობინებას მიიღებს, თუკი მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა შემცირდება 20 ქულამდე.

ქულების მინიმალური დანაკლისი არის 5, ხოლო მაქსიმალური 40 ქულა.

ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენი ქულის დაკლებას ითვალისწინებს ესა თუ ის დარღვევა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, ითვალისწინებს 20 ქულას, ამ დანაშაულის განმეორებით ჩადენა 1 წლის ვადაში ითვალისწინებს 30, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ითვალისწინებს 30 ქულის დაკლებას.

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა წლის ბოლომდე ამოქმედდება

125-ე მუხლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, ისჯება როგორც 5 ქულით, ისე უმაღლესი 40 ქულით.

აი მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, თუკი იგი სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, ამისთვის ჩამოგეჭრებათ 25 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, 30 ქულის ჩამოჭრას ითვალისწინებს.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ამ სახის სამართალდარღვევა 40 ქულით დაისჯება.

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში ცვლილება შევა

ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა აქვს მინიჭიებული, მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობას და ითვალისწინებს 5 ქულის დაკლებას.

კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვანისწინებს კიდევ სხვა დარღვევებსაც, რომელთა დეტალურად ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

ნარიტა ჩხაიძე

myquiz