აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა | Allnews.Ge

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

აღმაშენებლის ხეივანში გასულ კვირას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თიკო ბენდელიანმა განუცხადა, პაციენტი კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება მიერთებული.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იმყოფება სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.

ჯერჯერობით არანაირი ოპერაციული ჩარევა არ ჩატარებია.

სამი კიდური აქვს მოტეხილი, თუმცა თაბაშირის ნახვევით არის ფიქსირებული და ოპერაცია სასწრაფო არ არის. ველოდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურებას," -განუცხადა ინტერპრესნიუსს" თიკო ბენდელიანმა.

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

აღმაშენებლის ხეივანში გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, დედა კი მძიმედ დაშავდა. ავარიაში მონაწილე მძღოლს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

myquiz