მოსახლეობა ვარაზისხევში ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის დაგებას ითხოვს | Allnews.Ge

მოსახლეობა ვარაზისხევში ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის დაგებას ითხოვს

ფიქრის გორაზე, ვარაზისხევის გასწვრივ მდებარე ქუჩების მცხოვრებლები ვარაზისხევის გზის საფარის შეცვლას - ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტის დაგებას ითხოვენ, - აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს აქცია გამართეს და თბილისის მერიას მიმართეს, მიიღონ ისეთივე გადაწყვეტილება, როგორიც მათ ელბაქიძის ქუჩის შემთხვევაში მიიღეს.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, საავტომობილო მოძრაობით დატვირთულ ვარაზისხევში ქვაფენილი ხმაურს იწვევს. მათივე განცხადებით, ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილებს შორის გროვდება ქვიშა და მოსახლეობას მანქანების გამონაბოლქვთან ერთად, მტვრის სუნთქვა უწევთ.

ვარაზისხევზე გზის საფარის შეცვლის მოთხოვნით მოსახლეობამ თბილისის მერიას განცხადებით უკვე მიმართა.

myquiz