ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დამხმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე აცხადებს, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალი ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz