როდემდე გაგრძელდება საქართველოში უნალექო ამინდი | Allnews.Ge

როდემდე გაგრძელდება საქართველოში უნალექო ამინდი

საქართველოს უმეტეს რაიონებში, 26 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, 26 მარტის ჩათვლით, საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით +2 +7; ზოგან შესაძლებელია -2 გრადუსი იყოს. რაც შეეხება დღის ტემპერატურას, აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთ საქართველოში +15-დან +20 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოში კი, +13-დან +18 გრადუსამდე. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც. თუმცა, მაღალმთიან რაიონებში ღამით -5 -10 გრადუსია მოსალოდნელი. მთიან რაიონში დღისით +12-დან +17 გრადუსამდე მოიმატებს; ხოლო მაღალმთიან რაიონებში +5-დან +10 გრადუსამდე იქნება.

27 მარტიდან თვის ბოლომდე კი, საქართველოში კვლავ ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, რომლის დროსაც მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა იყოს თოვა.

myquiz