საქართველოში გამთენიისას მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

საქართველოში გამთენიისას მიწისძვრა მოხდა

საქართველოში გამთენიისას მიწისძვრა მოხდა. თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ წალკაში, სოფელ ფარავანში სამი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ბიძგები რამდენიმე წუთის ინტერვალით განმეორდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველ შემთხვევაში 3,7 მაგნიტუდას, მეორე შემთხვევაში 3 მაგნიტუდას, მესამე შემთხვევაში კი 2,9 მაგნიტუდას შეადგენდა.

წალკაში დაახლოებით აღნიშნული სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გუშინაც დაფიქსირდა.

myquiz