აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის კადრები | Allnews.Ge

აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის კადრები

PALITRAVIDEO-მ და AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვეს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიაა ასახული.

სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების მიხედვით შესაძლებელია მაქსიმალურად აღვადგინოთ მომხდარი ავარიის სურათი.

ავარიის სურათი

22 მარტი. დილის 08:15 საათი. დედა-შვილი გაჩერებაზე მიდის, ისინი იქვე ცხოვრობენ, ე.წ ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში. ქალს მცირეწლოვანი შვილი სკოლაში მიჰყავს. "ემბავუდისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" მიმდებარედ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი - "გაჩერება მოთხოვნით" დგას, სადაც არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ისე როგორც სხვა გაჩერებებზე. დედა-შვილი სწორედ ამ გაჩერების ბოძთან, ტროტუარზე ჩერდებიან. მალევე ვითარდება საბედისწერო მოვლენები...

კადრები სათვალთვალო კამერიდან

აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა, კადრში ჩნდება BMW E60 მარკის ავტომობილი, რომელიც მძღოლის მხრიდან ეჯახება მის წინ მიმავალ BMW E36-ის მარკის მანქანას. ეს უკანასკნელი დაჯახების შედეგად კარგავს მოძრაობის მიმართულებას, გადადის გზის სავალი ნაწილიდან, ინერციით ადის ტროტუარზე, ეჯახება გაჩერების ბოძს და დედა-შვილს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შედეგად, ბოძი მოწყდა ადგილიდან და გოგონას დაეცა თავზე.

დაღუპული გოგონა

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 11 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, მას თავში სავარაუდოდ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი მოხვდა.

დაღუპული გოგონას დედა

ავარიის დროს დაშავებული 56 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ "პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება". დედა ამ დრომდე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ავარიაში მონაწილე მძღოლები

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე BMW-ს ახალგაზრდა მამაკაცები მართავდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავარიის მომენტში ორივე მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. მათივე თქმით, მძღოლებს დაზიანებები არ მიუღიათ:

"ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს" - გვიყვება თვითმხილველი, რომელიც ავარიის მომენტს შეესწრო. წაიკითხეთ გაგრძელება

ნინო ხოზრევანიძე, ნიკა საჯაია

AMBEBI.GE; PALITRAVIDEO.GE

myquiz