კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს | Allnews.Ge

კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე, სისხლის სამართლის 376-ე მუხლითაა აღძრული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

19 ოქტომბერს, 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილი საკუთარ სახლში ჯერ ელექტროშოკით გათიშეს შემდეგ კი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია, გარდაცვლილის შვილი ირმა ყოჩიაშვილი და თანამზრახველი ბექა შენგელია. დაკავებულია კიდევ სამი პირი, რომლებსაც ინფორმაცია ჰქონდათ მკვლელობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბექა შენგელიამ კი, საქმეში კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა.

myquiz