აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა | Allnews.Ge

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა

ექიმის ინფორმაციით, გუშინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

აღმაშენებლის ხეივანში, გუშინ 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, "პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება".

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში პოლიტრავმით შეიყვანა.

თვითმხილველის ინფორმაციით, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც BMჭ-ს მარკის ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა.

myquiz