ყაზბეგზე, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებაზე, შემდეგ კი პრესის ჯიხურებში შევარდა | Allnews.Ge

ყაზბეგზე, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებაზე, შემდეგ კი პრესის ჯიხურებში შევარდა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა - ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი - ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თვითმხილველები ყაზბეგზე მომხდარი ავარიის დეტალებს ჰყვებიან

myquiz