დიღომში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს | Allnews.Ge

დიღომში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალბატონს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, ხოლო ავტომობილების მძღოლები ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილი.

როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ განაცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"დღეს დილით 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 56 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება. ამ ეტაპზე ის გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერაცია. მას ორგანოების მრავლობითი დაზიანება აქვს", - განაცხადა დიხამინჯიამ.

რაც შეეხება ავარიაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს, ორივე მათგანი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

თვითმხილველი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთი მათგანი მოცურდა და გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

 

myquiz