თვითმხილველი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს | Allnews.Ge

თვითმხილველი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც "ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა, - ამის შესახებ  აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, გოგონას თავში სავარუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალიც მოხვდა.

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

"ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო. დედაც და შვილიც აქვე ცხოვრობდნენ. გაჩერებაზე იდგნენ - ალბათ, სკოლაში მიდიოდნენ. ვნახე რომ "ბე ემ ვეს" მარკის მანქანა დაეჯახა ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი მათ. შევხედე, რომ ბოძის რაღაც დეტალიც მოხვდა გოგონას თავში", - აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

myquiz