აღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა | Allnews.Ge

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.

დიღომში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლები ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ბე ემ ვეს" მარკის ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

თვითმხილველი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერდებულია.

myquiz