საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი

22-24 მარტს, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა 22-24 მარტს ღამის საათებში დაფიქსირდება.

მათივე განმარტებით, ტემპერატურის დაცემამ შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის კვირტების და ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.

myquiz