გიორგი ქადაგიძე - გავაუქმებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს | Allnews.Ge

გიორგი ქადაგიძე - გავაუქმებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მხოლოდ კრიტიკა ადვილიაო. ჰოდა არაფერი ახალი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ აგერ ფბ მეგობრებისთვის ჩემ მოკრძალებულ აზრს თუ რას გავაკეთებდი:

• გავაერთიანებდი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს. უპრეცენდენტო საჯაროობით ავირჩევდი ახალ მოსამართლეებს სამივე პალატაში (სულ 15 მოსამართლეზეა საუბარი), ამითი რეალურად დაიწყებოდა სასამართლო რეფორმა

• თავიდან არის დასაწერი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები. იდეოლოგიურ საფუძვლად დავუდებდი ინგლისურ სამართალს

შევამცირებდი სამინისტროებს 8-10 მდე

• გავაუქმებდი გუბერნატორების, ფინანსური პოლიციის და სუს-ის ინსტიტუტებს

• რეალურ ფინანსურ დეცენტრალიზაციასთან ერთად არჩევითს გავხდიდი ყველა გამგებლის და მერის პოზიციას. ასევე არჩევითს გავხდიდი სამხარეო პროკურორის თანამდებობას

• თბილისს დავყოფდი მუნიციპალიტეტებად და აქაც არჩევითს გავხდიდი გამგებლებს. გაუგებარია 300,000-იან გლდანს რატომ არ უნდა ჰყავდეს არჩევითი მმართველი, როდესაც 6 ჯერ პატარა უამრავ რაიონს ჰყავს.

გავაუქმებდი პარლამენტის მაჟორიტარულ სისტემას და პრეზიდენტის ინსტიტუტს

• სასკოლო განათლება იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ არაფერი გამოგვივა ქვეყანაში, სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით საშუალო ევროპული ხარისხითაც კი..

კიდევ არის იდეები მაგრამ სხვა დროს,"- წერს ქადაგიძე.

myquiz