საქართველოს აეროპორტებში საბუთების შემოწმება გამკაცრდება | Allnews.Ge

საქართველოს აეროპორტებში საბუთების შემოწმება გამკაცრდება

საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, აქვთ უფლება, მოქალაქეს ჰკითხონ მოგზაურობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის მიზანი - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე გამგზავრების მსურველთა კონტროლი გამკაცრდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მესაზღვრეებს უფლება ექნებათ, გამგზავრების მსურველებს საბუთები შეუმოწმონ და რეკომენდაციები მისცენ, ხოლო საბუთების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, გამგზავრების საშუალებას არ მისცემენ.

"ვინაიდან უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოქალაქეს, ვინც ფლობს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს. მსაზღვრე კონტროლიორი ვალდებულია, არ მისცეს გამზავრების უფლება მათ, ვისი პასპორტიც მოცემულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს,"-განმარტავენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 2 თებერვალს მიანიჭა, უახლოეს მომავალში კი ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz