21.03.2017 / 09:49
შრიფტის ზომა:

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, დაშავებულები არ არიან.

გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.