20.03.2017 / 17:42
შრიფტის ზომა:

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

"საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის" ინფორმაციით, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად, სუპერმარკეტ Goodwill-თან ავტომობილს ხე დაეცა. მსგავსი ტიპის გამოძახება მუხათგვერდიდანაც დაფიქსირდა, თუმცა არცერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დაფიქსირდა ისეთი გამოძახებები, რაც ქარს ყოველთვის ახლავს ხოლმე, ეს არის ტოტების მოგლეჯვა, ბილბორდების დაზიანება,"-განუცხადეს Allnews.ge-ს დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ თბილისში უკვე რამდენიმე საათია ძლიერი ქარია, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 16 გრადუსი.