როგორ გამოიყურება საყდრისი ახლა? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება საყდრისი ახლა?

2013 წლის 5 ივლისს, როდესაც იმჟამინდელმა კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ საყდრის-ყაჩაღიანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ტერიტორიის სტატუსის შესახებ დავა დაიწყო.

კომპანია RMG GOLD-მა, ბოლნისის რაიონ დაბა საყრდისთან მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტში, ძვირფასი ლითონების მოპოვებითი სამუშაოების უფლების მიღებისთვის დაიწყო მოქმედებები. მეცნიერთა და საზოგადოების ნაწილი კომპანიას ღიად დაუპირისპირდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ძეგლი კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა.

არქეოლოგთა ნაწილი, მათ შორის იულონ გაგოშიძე, ამტკიცებდან, რომ საყდრის-ყაჩაღიანში, დაახლოებით 5 400 წლის წინანდელი მაღარო იყო, შესაბამისად, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

მიუხედავად ამისა, რომ "საყდრისის დაცვის კომიტეტი" და სამოქალაქო საზოგადოება საყდრის-ყაჩაღიანის შესახებ კვლევების ჩატარებასა და კომპანია RMG GOLD-ის მიერ სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანიამ ერთ-ერთ უბანზე მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყო. კომპანიას საყდრისის აღნიშნულ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების ლიცენზია ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 9 ოქტომბბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა.

2014 წლის იანვარში, კულტურის სამინისტრომ კომპანია RMG GOLD-ის სამუშაოები შეაჩერა, მიზეზად კი არქეოლოგიური კვლევები დასახელდა. რამდენიმე თვის შემდეგ, სამინისტომ პოზიცია შეცვალა და განმარტა, რომ საყდრის-ყაჩაღაინის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღარო ვერ აღმოაჩინეს, შესაბამისად კომპანია RMG-ს სამუშაოების განახლების უფლება მიეცა.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტრომ RMG-ის სამუშაოების განახლების ნებართვა მისცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნებართვა 2014 წლის მაისში ძალაგაკარგულად სცნო, ამავე გადაწყვეტილებაზე დარჩა სააპელაციო სასამართლოც. შესაბამისად, RMG-მ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება ვეღარ განაგრძო.

ამასათანავე, "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნის მიხედვით, კი საყდრისში უძველესი ოქროს მაღარო არსებობდა.

მიუხედავად აღნიშნული დასკვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლისა, 2014 წლის 15 დეკემბერს საყდრისი ააფეთქეს და მსხვილი მოპოვებითი სამუშაოები დაიწყეს. ამ ეტაპზე საყრდრის-ყაჩაღიანის ბორცვები კომპანიამ თითქმის სრულად აითვისა და სავარაუდო უძველესი მაღაროს ტერიტორია აღარ არსებობს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz