როგორი ამინდი გველის 21 მარტის შემდეგ | Allnews.Ge

როგორი ამინდი გველის 21 მარტის შემდეგ

21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, საქართველოს უმეტეს დღეს გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-18 გრადუსი. თბილისში დღეს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსია მოსალოდნელი.

20 მარტს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე საქართველოს უმეტეს რაიონში 20-25 მეტრი წამში იქნება. მათ შორის თბილისში.

20 მარტს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 14-19 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსია მოსალოდნელი.

21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10-15 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.

21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით კი საქართველოში, მათ შორის თბილისში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.

myquiz