ვის იცავს სახელმწიფო დაცვის სამსახური | Allnews.Ge

ვის იცავს სახელმწიფო დაცვის სამსახური

2017 წლის მარტის მდგომარეობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების 16 პირს, 6 ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ ცოლებსა და ელჩებს იცავს.

სახელმწიფო დაცვა ოჯახთან ერთად მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ემსახურება, მინისტრებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს კი პერსონალურად იცავენ.

სახელმწიფო დაცვით ასევე თბილისის მერი, გენერალური აუდიტორი, მთავარი პროკურორი, სასამართლოს თავმჯდომარეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეები სარგებლობენ.

ამავე სერვისით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მეუღლეები და აშშ-სა და ისრაელის ელჩებიც სარგებლობენ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz