რას საქმიანობდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე | Allnews.Ge

რას საქმიანობდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე

11 მარტს ქალაქ ბათუმში საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ, მიზეზად კი პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებას ასახელებდნენ.

კახა ბუხრაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია, ის აჭარის პოლიციის უფროსი გასული წლის იანვრის დასაწყისში გახდა, მანამდე კი შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

რას საქმიანობდა კახა ბუხრაძე გასულ წლებში და რა ქონებას ფლობს ის?

2016 წელს, მის საკუთრებაში ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული 80 კვ.მ ფართობის ბინა და 18.კვ.მ ფართობის მქონე ავტოფარეხია. ამასთანავე, კახა ბუხრაძე "ლიბერთი ბანკში" 300 000 ფასიან ქაღალდს ფლობს. ამავე ბანკში, მის სახელფასო ანგარიშზე 360 ლარია, ხოლო საკუთრებაში - 20 000. 2016 წელს, კახა ბუხრაძემ ანაზღაურების სახით, 48 000 ლარი მიიღო.

რას წერდა ბათუმის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი რამდენიმე დღის წინ

2015 წელს ბუხრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მის ქონებრივ დეკლარაციაში ბინისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ უცვლელი ინფორმაციაა მოცემული, თუმცა იცვლება საბანკო ანგარიშები. ამ პერიოდში იგი "საქართველოს ბანკში" დეპოზიტის სახით, 18 000 ლარს, ხოლო "ლიბერთი ბანკში", სახელფასო ანგარიშის სახით, 240 ლარს ფლობდა.

ამ პერიოდში რეგიონული მედია იუწყებოდა, რომ გორის პატრული ე.წ სიმკაცრით, მთელ საქართველოში იყო ცნობილი.

2014 წელს კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. გარდა აღნიშნული ქონებისა, ის "ლიბერთი ბანკში" დეპოზიტის სახით 5 000$-ს ფლობდა, ხოლო სახელფასო ანგარიშის სახით, 1 500 ლარს.

2012 წელს კახა ბუხრაძე საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ პერიოდში მისი ანაბარი "ლიბერთი ბანკში" 110 000$-ს შეადგენდა.

კახა ბუხრაძეს მეუღლე, მარიამ ჭერაშვილი და შვილი, ლუკა ბუხრაძე ჰყავს.

myquiz