დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო. ამის შესახებ ე.წ. "ციანიდის საქმეზე" ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს ფაქტი, პრაქტიკულად გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ დეკანოზს ფული არ ჰქონდა და ციანიდი ამიტომ ვერ შეიძინა.

"პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებში არის ასეთი საუბარი - ხვალ თუ ფულს მომცემ, ხელი ხელში იქნება ეს ციანიდი მოცემული. თუ ადამიანს რამის შეძენა ეჩქარება და მას დიდი ოდენობით ფული აღმოაჩნდა დაკავებისას, კერძოდ, 4500 ევრო და 500 დოლარი, რა პრობლემა ექნებოდა თუ აპირებდა შესყიდვას და გერმანიაში წაღებას? - ეს ფული პროკურატურამ ამოიღო და დალუქა მტკიცებულების სახით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

myquiz