"ქალთა მოძრაობამ" აქცია-პერფორმანსი "დაამსხვრიე შუშის ჭერი" გამართა | Allnews.Ge

"ქალთა მოძრაობამ" აქცია-პერფორმანსი "დაამსხვრიე შუშის ჭერი" გამართა

"ქალთა მოძრაობამ" მოწოდებით - "დაამსხვრიე შუშის ჭერი" დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა პერფორმანსით პოლიტიკაში ქალების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, უხილავი, "შუშის ჭერი" დაამსხვირეს, რომელიც ქალებს წინსვლაში ხელს უშლის.

ქალთა მხარდასაჭერად აქციაზე "რესპუბლიკელი" თამარ კორძაიაც იმყოფებოდა.

როგორც აქციის მონაწილემ, მსახიობმა ეთო გუგავამ განაცხადა, თანამედროვე ქალი უნდა იყოს ლაღი და ქონდეს საშუალება, მიაღწიოს რისთვისაც ოცნებობს და იბრძვის.

"შუშის ჭერი" არის ბარიერი, რომელიც რეალურად გამჭვირვალეა, ყველაფერი ჩანს, მაგრამ, როდესაც მას მიაღწევ, წინ აღარ გიშვებს. აუცილებელია, ქალებმა დავამსხვრიოთ ეს შუშის ჭერი და ჩვენც უნდა ვიყოთ იმ საფეხურზე, რომელზეც მამაკაცები არიან. ჩვენც ვართ ჭკვიანები, ნიჭიერები და ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ მმართველები. სტატისტიკა საქართველოში ასეთია: 150 პარლამენტარიდან მხოლოდ 23 ქალი; ადილობრივ თვითმმართველობაში მოლოდ 11%-ია ქალი; მხოლოდ ერთადერთი ქალია გამგებელი და მერი ქალი არ არსებობს", - განაცხადა ეთო გუგავამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით კი, დღევანდელი აქცია ყველაზე კარგად გამოხატავს იმ პრობლემებს, რაც აქვთ ქალებს საქართველოში.

"ქალებს აქვთ უხილავი ბარიერები. ყველას ჰგონია, რომ მათი უფლებები დაცულია. რეალურ ცხოვრებაში ასე არ არის. ეს გამოჩნდა ახლახანს საპარლამენტო განხილვისას, რომ ცალკე უნდა აღინიშნოს ქალის მკვლელობა უთანასწორობის ნიშნით, როგორც დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსში და ამის საჭიროება ვერ დაინახეს. რეალურ ცხოვრებაში ქალებს კლავენ იმიტომ, რომ მამაკაცები თავიანთ საკუთრებად თვლიან ქალებს. ჩვენ ნამდვილად დავამსხვრევთ ამ შუშის ჭერს და მივაღწევთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ქალები იყვნენ თანასწორები", - განაცხადა კორძაიამ.

myquiz