"შორენას მარილზე" - დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ კარიერულ გეგმებზე საუბრობს | Allnews.Ge

"შორენას მარილზე" - დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ კარიერულ გეგმებზე საუბრობს

მე წავალ ბოტკოველის, ან შორენას ადგილზე უფრო, პირველ რიგში დავითის (ჭინჭარაული) ადგილზე, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში აცხადებს, რომელშიც ის ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს ესაუბრება.

ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი მამალაძე დაკავებული დეკანოზისგან ინტერესდება, აქვს თუ არა პრეტენზია პატრიარქობაზე, რაზეც დეკანოზი გიორგი მამალაძე პასუხობს:

"მე ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზაია, ჯერ თავს ვიკავებ".

რაც შეეხება ირაკლი მამალაძის შეკითხვას, რა სარგებელს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ "საქმე მოგვარდებოდა", დაკავებული დეკანოზი მას შემდეგნაირად მიმართავს: "შენ კარგ ადგილს დაიკავებ".

ჩანაწერის თანახმად, აღნიშნული საუბრისას ირაკლი მამალაძე დაკავებული დეკანოზისგან ასევე ინტერესდება, "სად უშვებს შორენას", რა შეკითხვაზეც მამა გიორგი მამალაძის პასუხი ასეთია: "შორენას მარილზე".

ამასთან, ჩანაწერში ფიგურანტი პირები გერმანიაში, პატრიარქის თანმხლებ პირებზეც საუბრობენ, რა კონტექსტშიც მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით ამბობს: "შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა "დასაბრედია" ეგ შობელძაღლი".

გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარია ფულზეც, რომელიც ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიების სანაცვლოდ უნდა მიეღო. ამ კონტექსტში მამა გიორგი მამალაძე აცხადებს: "დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთმეთქი. ახლა რა ვქნა? შენს ძმობას ვფიცავარ, დღეს ერთმა გადამაგდო რა, მე მივფრინავდი დღეს, მითხრეს მოგცემთო ფულს და ფული არაა, ვერ მივდივარ, არადა გერმანიაში მელოდებიან.... ჩემი ხელი სჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო! პროსტა, ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ..." - ამბობს დეკანოზი.

myquiz