დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის დიალოგი ციანიდზე | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის დიალოგი ციანიდზე

პროკურატურამ ე.წ "ციანიდის საქმის" მასალები გაასაჯაროვა, რომელშიც დეკანოზი გიორგი მამალაძე და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე კალიუმის ციანიდის შესახებ საუბრობენ. საუბრის ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის შესახებ მტკიცებულების სახით ვიდეოს აქვეყნებს

გიორგი მამალაძე: მე მინდა მაქსიმუმ სამი გრამი

ირაკლი მამალაძე: ჰო

გიორგი მამალაძე: შენ მაგი გამიკეთე რასაც გეუბნები, ბრილიანტები მერე ნახე

ირაკლი მამალაძე: მაგას გაგიგებ, რა გინდა, ვერ გავიგე?! მეტი რაღა ვქნა

გიორგი მამალაძე: მაგი ძვირი არ ღირს, ცოტა შოვნაა ძნელი

ირაკლი მამალაძე: ჰო მერე ეგ არი... შუამავალი ისეც, ესეც, აბაა მე ვღადაობ ჩემზე. მე ვიცი, რაც მინდა, მაგრამ ისაა, რა ქვია... ვეტყვი აი როგორც არის და რანაირად, 3 გრამი, რაც როგორც... მე მაგან მითხრა ერთნახევარიო, ნახევარი არის საჭირო და სამი, ორი რომ ვუთხრა, არ შეიძლება?

გიორგი მამალაძე: ა, კი ორი იყოს.

ირაკლი მამალაძე: ჰო, მაგიტომ ვიძახი, რა. სამი რო ვუთხრა და მერე ფასი აწიოს?

გიორგი მამალაძე: უთხარი, ჯერ ერთი რა ღირს თქო?

ირაკლი მამალაძე: ერთი რა ღირს, კაი "ვსო."

მეორე ნაწილი:

გიორგი მამალაძე- იმ საკითხზე გირეკავ...

ირაკლი მამალაძე-ჰო აბა, რა ვქნა?

გიორგი მამალაძე - რამდენ ხანში მოგვაწვდის?

ირაკლი მამალაძე- რა ვიცი, ვკითხავ.

გიორგი მამალაძე- ჰკითხე რა, ხო და რა ჰკითხე, იცი?

ირაკლი მამალაძე- ჰო

გიორგი მამალაძე-რამდენად შესაძლებელია-თქო, ვთქვათ, ეხლა რომ ავიღოთ ჰოდა ერთ თვეში რო მივცეთ?

ირაკლი მამალაძე-კარგი, ფული ჰო? ჰო, გასაგებია, ვიკითხავ.

გიორგი მამალაძე - თუ კია შესაძლებელია, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგა

ირაკლი მამალაძე - აჰა, აჰა გასაგებია

გიორგი მამალაძე - ჰო იცი მე სიტყვას რო ვიტყვი, ეგრევე შევასრულებ

ირაკლი მამალაძე - კარგი ვეტყვი.

გიორგი მამალაძე - პროსტა მე იმაში მივდივარ, რა ქვია...უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე მჭირდება რა

ირაკლი მამალაძე - ჰო, სად მიდიხარ?

გიორგი მამალაძე - უწმინდესი ხო წაიყვანეს, ჩავიდე უნდა რა.

ირაკლი მამალაძე - ანუ შენ წასვლამდე გჭირდება ხო ეგ?

გიორგი მამალაძე - ჰო. პროსტა გადავიხდიდი, მაგრამ ახლა გზაში მჭირდება რა თანხა რა. გამირკვიე რა ჩემს თავს გაფიცებ.

ირაკლი მამალაძე - კაი ბატონო, კარგი.

მესამე ნაწილი:

ირაკლი მამალაძე - ჰქონიათ ეს... დიდი რაოდენობით აქვთ ნატრიუმის ციანიდი და ეს მეორე, შენ რაც დაწერე, რა ვიცი, კალიუმის ციანიდი აქვთ ძაან შეზღუდული დაოდენობით ანუ ძველი დარჩენილი, ხვდები, აღარ ხმარობენ მაგას. მარა ეს ნატრიუმიც ეტყობა, საქმისთვის გამოიყენება მომწამვლელი ჩვეულებრივი ისა აქვს, რა ვიცი მე. მაგან რა მითხრა იცი? მაგას თავისი მოხმარების წესებიც აქვსი ანუ თავი რომ არ დაუზიანოს პონტში. ხომ ხვდები ანუ რა და რა ვიცი ეხლა... მე მინდოდა მაგისთვის შემეგდო ეს ბაზარი, რომ ხუთარ დოლარს მოგცემთ რაღაცამეთქი და მერე იმას ვიზამთ, მაგრა კალიუმზე თუ წავა ლაპარაკიო, მე ხუთი ათას დოლარზე ნაკლებადო გამორიცხულიაო და ისიც ხელი-ხელშიო, ესე მითხრა. ვკითხე მე ვარგისია მეთქი და არაო ეგ ჩვეულებრივადო როგორც ის არის, ნივთიერება არიო რა.

გიორგი მამალაძე - და ნატრიუმი?

ირაკლი მამალაძე - ნატრიუმი არ ვიციო. ნატრიუმზე...არ მეუბნებოდი. მე შენ რო დამიწერე ის რა ქვია, კალიუმი და ვაჩვენე. ეტყობა ნატრიუმი... რა ვიცი ეხლა, ვიცი? შეიძლება იფიქრა და მოუნდა ეხლა რა ვიცი, მითხრა, რომ ეხლაო ეგაო არ არის ისეთი ადვილი საშოვნელი და რაღაცაო.

გიორგი მამალაძე - ხელი ხელში სად მივცე, ხუთი ათასი სად ვნახო?

ირაკლი მამალაძე - და პრობლემა არ არის ჩამოტანის ანუ და იმის მეთქი და თუ ხუთი ათას დოლარს მოგცემთ მეთქი აი ეგრევე შეგიძლია მომცე-თქო? კიო პრობლემა არ არიო, ჰოდა ამის ესე მოხმარების წესებიც...

გიორგი მამალაძე - რეაქცია რომ არ ჰქონდეს?

ირაკლი მამალაძე - ჰა?

გიორგი მამალაძე - რეაქცია რომ არ ჰქონდეს?

ირაკლი მამალაძე - არა, უეჭველი აქვსო, რეაქცია უეჭველი, თავის შედეგს აყენებსო, კაცო, ეგ მითხრა. ჰოდა ის წყალთან ერთად აყენებს, თურმე, წყალში უნდა გაიხსნას.

გიორგი მამალაძე - ნატრიუმი?

ირაკლი მამალაძე - ნატრიუმი, ჰო წყალთან.

გიორგი მამალაძე - და ეს?

ირაკლი მამალაძე - ეს ეს საჭმელზე... რა ვიცი, რაზე იქნება იმაზე რა. რა ვიცი რაზე არის, ყველაფერზე. ხოდა კი მიხვდა ეს, ხომ ხვდები ანუ მეთქი, უცხოეთისთვის მინდა მეთქი, ეხლა ვუთხარი მაინც, რომ არ დაეჭვებულიყო. ეხლა მკითხა, "იასნა," ვენახის შესაწამლად რომ არ გინდა, კი ვიციო. არა, მე ვუთხარი, უცხოეთში უნდათ-მეთქი და რაღაცა ძაან შინაურულად და რამე მეთქი.

გიორგი მამალაძე - რამდენ ხანში მოიტანს?

ირაკლი მამალაძე - ეგრევეო. დღესვე რომ იყოს, დღესვე მოიტანს. დღესვე არა, მაგრამ ხვალ დილითვე წავა... რა არის, ბოლნისი აგერ არის ბიჭო, წავა-ჩამოვა. შეიძლება ისეც ჰქონდეს, სახლშიც ჰქონდეს, რა ვიცი მე მარა ანუ აქვს რა.

გიორგი მამალაძე - მოხმარების წესი რაფერაა ნეტა?

ირაკლი მამალაძე - რა ვიცი, მოხმარების რა ვიცი მე.

გიორგი მამალაძე- რითი ჩამოგვიტანს, ეგაა მთავარი.

ირაკლი მამალაძე - აა, ის რითაც ჩამოიტანს, ის იქნება ისე, რომ როგორც ისა რა ქვია... დაცული იყოს რა, რო დაზიანება არ მიიღოს თვითდაზიანებას ვგულისხმობ. შენ როდის მიდიხარ?

გიორგი მამალაძე - სადა?

ირაკლი მამალაძე -გერმანიაში აღარ აპირებ?

გიორგი მამალაძე - გერმანიაში მივდივარ, ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს ან შაბათს.

ირაკლი მამალაძე - როგორაა? ცუდად?

მეოთხე ნაწილი:

ირაკლი მამალაძე: ის მეორე ნატრიუმი ყოფილა. ჰაერის კონცენტაციაზეც დამოკიდებული რაღაცა.

გიორგი მამალაძე - რა თვალსაზრისით?

ირაკლი მამალაძე - არ ვიცი, რავი ჰაერის კონცენტრაციაზეც არის ეგო დაკავშირებულიო და დანარჩენსო მეო აგიხსნიო ყველაფერსო პრობლემა არ არიო, მარა მე ვუთხარი ისე არ მომიტანო ეხლა მე რომ რამე დამემართოს მეთქი მე ვუთხარი... არაო კაცო რა სისულელეა, მაგრამ ხომ უნდა იცოდეო, რომ ზოგადად, რანაირად რა ვიცი ჰაერის კონცენტრაცია და წყალში ეგეც იხსნება ჩვეულებრივად რა. რომ ზოგადად რანაირად რა ვიცი ჰაერის კონცენტრაცია და წყალში ეგეც იხსნება ჩვეულებრივად რა.

გიორგი მამალაძე - ნატრიუმის ციანიდი არ არსებობს.

ირაკლი მამალაძე - როგორ არა?! მაგას ხმარობენ, აა ჩაწერე მიდი, "დაგუგლე" სითხე არის ჩვეულებრივი. მე ხომ გითხარი სითხე არის თქო კალიუმი რაც არის ეს არის ძველი გესმის? ძველი ის არის ანუ ახალი არ არის.

გიორგი მამალაძე - მოკითხე ნატრიუმის ციანიდი მაგას რამდენად მოგვცემს?

ირაკლი მამალაძე - არ ვიცი ვკითხავ, აბა ჩაწერე და ნახე.

გიორგი მამალაძე - ჰო არის ციანიდ ნატრიუმი ესეც ფხვნილია. ის იყო ნატრი.

ირაკლი მამალაძე - იყოს? კარგი.

myquiz