ხვალიდან შესაძლოა, ამინდი გაუარესდეს | Allnews.Ge

ხვალიდან შესაძლოა, ამინდი გაუარესდეს

დასავლეთ საქართველოში, ზღვაზე ხვალ 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტს, დღისით საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.

ასევე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება.

myquiz