გიორგი ფანცულაია - ბრალში შორენაზეა საუბარი | Allnews.Ge

გიორგი ფანცულაია - ბრალში შორენაზეა საუბარი

გიდასტურებთ, რომ ბრალში შორენაზეა საუბარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს.

"მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა, მას ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. გარდა იმისა, რომ რასაც ედავებიან არის აბსურდი, იმაშიც კი, რასაც ედავებიან, არათუ პატრიარქზე, არამედ სასულიერო პირზეც არ არის საუბარი. გიდასტურებთ, რომ ბრალში შორენაზეა საუბარი", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე აბსოლუტურად არავის მკვლელობას არ ამზადებდა.

myquiz