გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს | Allnews.Ge

გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მოსახლეობას განცხადებით მიმართავს და მოსალოდნელი ოდორანტის მცირე სუნის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე წლის 28 თებერვალს ხორციელდება ოდორიზაციის ახლად დამონტაჟებული ავტომატიზირებული კვანძის სატესტო რეჟიმში მუშაობა.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

myquiz