დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - შეიძლება ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - შეიძლება ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა

შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.

მისი თქმით, ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დღეს განახლდება, ვინაიდან შესაბამისი პროცესის გუშინ დასრულება ვერ მოხერხდა.

"დაკითხვა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, რადგან ჯერ არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა.

თემები არის ძალიან ბევრი და საინტერესო.

ამასთან, დეკანოზმა გუშინ განაცხადა, რომ კითხვების ნაწილს მას შემდეგ გაეცემა პასუხი, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 13:00 საათისთვის განახლდება.

myquiz