მამა გიორგი მამალაძემ მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა | Allnews.Ge

მამა გიორგი მამალაძემ მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა

მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა ე.წ. "მატროსოვის ციხიდან" გამოსვლის შემდეგ განუცხადეს.

ადვოკატების განმარტებით, მამა გიორგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება მიღებული. ამ მიზნით ადვოკატები პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავენ.

ე.წ. "მატროსოვის ციხეში" დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგის დაკითხვა გუშინ 11:00 საათიდან თითქმის ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.

myquiz