მარტში ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

მარტში ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, მარტის თვეში ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ცალკეულ დღეებში, ტემპერატურამ შესაძლოა, 24-29 გრადუსამდე მოიმატოს, ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში 21-26ºC-დე.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, ხვალ, 28 თებერვალს დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი. 1-2 მარტს დასავლეთ საქართველოში 24 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 14-19ºC-ს მიაღწევს.

3-4 მარტს ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართვეოში ისევ გაწვიმდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში გაძლიერდება ქარი.

უფრო ზუსტად კი, დასავლეთის დაბლობში ტემპერატურა 13ºC-მდე, ხოლო 15-16ºC-მდე დაიკლებს.

5 მარტიდან ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი და ისევ დათბება.

myquiz