ყოველ მეხუთე თბილისელს შინაური ცხოველი ჰყავს | Allnews.Ge

ყოველ მეხუთე თბილისელს შინაური ცხოველი ჰყავს

"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის 20%-ს შინაური ცხოველი/ფრინველი ჰყავს.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ძაღლი (60%). აღსანიშნავია, რომ პოპულარობით მეორე ადგილზე არა კატა (10%), არამედ თუთიყუშია (28%). შინაური ცხოველის/ფრინველის მეპატრონეებს, მათი მოვლისთვის თვეში საშუალოდ 38 ლარი ეხარჯებათ.

გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით, 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

myquiz