გიორგი მამალაძეს დღეს სამი სახის ექსპერტიზა ჩაუტარდება | Allnews.Ge

გიორგი მამალაძეს დღეს სამი სახის ექსპერტიზა ჩაუტარდება

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს სამი სახის ექსპერტიზა ჩაუტარდება. კერძოდ, ექსპერტიზა ჩატარდება დნმ-ზე, ხმაზე და კალიგრაფიაზე.

გამომძიებლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 16:00 საათზე მივლენ, რის შემდეგაც ექსპერტიზის პროცედურები დაიწყება.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოზის ადვოკატებმა განუცხადეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თუკი მოესწრება, გამომძიებლები მამა გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.

myquiz