მიქაელ ბოტკოველი - სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა | Allnews.Ge

მიქაელ ბოტკოველი - სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა

პატრიარქის ყოფილი მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსს" გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, "სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა და შეიძლება ის ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა მას ფიზიკურად გაუსწორდა".

"ეს ინფორმაცია მეც ამ წუთში მოვისმინე. თუ ამას ოხანაშვილი ავრცელებს, ის ისედაც დისკრედიტებულია საზოგადოებაში და ამ სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს. კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონია არც სატელეფონო და მითუმეტეს, არც ფიზიკური. რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი, შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა. ის ნაძირალაა და შეიძლება ასეთი რამ თქვას. რა თქმა უნდა, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუ მას ამის სურვილი ექნება, ის საკადრის პასუხს მიიღებს", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

myquiz