დეკანოზ გიორგი მამალაძის გიმნაზიიდან მისი დოკუმენტები გამოითხოვეს | Allnews.Ge

დეკანოზ გიორგი მამალაძის გიმნაზიიდან მისი დოკუმენტები გამოითხოვეს

დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექციის ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ სკოლიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტები გამოითხოვა. დეკანოზი ბოლო 3 წელია აღნიშნულ გიმნაზიას ხელმძღვანელობს.

როგორც ჟურნალისტებს სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, პირმა, რომელმაც სკოლას მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თავი აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა.

"მოვიდა ახალგაზრდა და წარმომიდგინა აჭარის პროკურატურაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არ ვიცი, რამდენად სანდო იყო. მართლა არის თუ არა პროკურატურის თანამშრომელი. უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ იგი მამა გიორგის ნებისმიერი სახის ხელნაწერებს ითხოვდა, თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს. მე ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი იყო გამოგზავნილი იმიტომ, რომ პერიოდულად ვიღაცას ტელეფონზე ეკონტაქტებოდა. სამჯერ წავიდა და უკან დაბრუნდა. ვუთხარი, რომ არა მაქვს მსგავსი რამ. მოსულიყო შესაბამისი განჩინებით და ჩავახედებდით დოკუმენტაციაში, მაგრამ ის კატეგორიულად ითხოვდა ამის მაშინვე გაკეთებას. გამეცნო, სახელი და გვარი მითხრა, თუმცა ვერ ვიტყვი. ამას ადვოკატები იტყვიან. დოკუმენტი რომ წარმომიდგინა, იყო აჭარის პროკურატურის თანამშრომელი, თუმცა რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, არ ვიცი," - განაცხადა გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნული სკოლის დირექტორად 3 წლის წინ დაინიშნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

myquiz